.

კულტურა

საქართველოში კავკასიის მასშტაბით წიგნის ყველაზე დიდი მუზეუმი იხსნება
აპრ 5, 2016

საქართველოში კავკასიის მასშტაბით წიგნის ყველაზე დიდი მუზეუმი იხსნება

   რამდენიმე თვეში კავკასიაში ყველაზე დიდი საქართველოში პირველი წიგნის მუზეუმი გაიხსნება და ის პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას. საგამოფენო სივრცეში განთავსდება უძველესი, უიშვიათესი და უმნიშვნელოვანესი გამოცემები - ვეფხისტყაოსანი ზიჩის ილუსტრაციებით, 1629 წელს რომში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნი - "ქართულ-იტალიური ლექსიკონი", ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი 1709 წლის "დავითნი", ასევე ყველაზე მცირე და ყველაზე დიდი ზომის წიგნები. პროექტი დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის დაფინანსებითა და ხელშეწყობით ხორციელდება. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თქმით, მუზეუმის გახსნას დაახლოებით 6 თვეში ვარაუდობენ. მეტი თვალსაჩინოებისთვის, თუ როგორი იქნება კავკასიის მასშტაბით წიგნის ყველაზე დიდი მუზეუმი, იხილეთ ვიდეო. ამას გარდა, საზოგადოება მალე პარლამენტის ბიბლიოთეკის პირველი და მე-3 კორპუსის რესტავრირებული სამკითხველო დარბაზებში შეძლებს სტუმრობას. ყველაზე დიდი ელექტრონული სამკითხველო დარბაზი კი უკვე შექმნილია. პროექტი ლიბერთი ბანკმა დააფინანსა.