.

კულტურა

აფხაზურ–ქართული და ქართულ–აფხაზური ლექსიკონები
თებ 22, 2016

აფხაზურ–ქართული და ქართულ–აფხაზური ლექსიკონები

     გამოვიდა თეიმურაზ გვანცელაძის მიერ შედგენილი აფხაზურ–ქართული და ქართულ–აფხაზური ლექსიკონები. აფხაზურ-ქართული ლექსიკონი შეიცავს 4500-მდე სიტყვას, ხოლო ქართულ-აფხაზური ლექსიკონში სიტყვათა რაოდენობა 4200-ს აღწევს. 2-ტომეულში შესული ძირითადი ლექსიკა საკმარისია ორივე ენაზე თავისუფალი კონუმიკაციისათვის. წიგნი გამოადგებათ სტუდენტებს, მკვლევრებს და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებს. აფხაზურ ქართული და ქართულ-აფხაზური ლექსიკონები ეძღვნება აფხაზური მხატვრული ლიტერატურის შექმნის 100 წლისთავს. ლექსიკონები დაიბეჭდა გამომცემლობა ,,ინტელექტის” ფინანსური მხარდაჭერით. წიგნების შეძენა შესაძლებელია გამომცემლობის მაღაზიაში. მისამართი: თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის ქ., # 77, მეტროს სადგურ “წერეთლის გამზირთან”. თითო წიგნის ფასი – 7 ლარი.