არქიტექტურა

მიწისქვეშა გადასასვლელები ბაქოში
ნოე 9, 2017

მიწისქვეშა გადასასვლელები ბაქოში

არსებობს ადგილები, სადაც ნამდვილად ზრუნავენ ქვეითებზე. მაგალითად, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მიწისქვეშა გადასასვლელებში არა მხოლოდ სისუფთავის დაცვას, არამედ მათ ესთეტიკურ მხარეს. ერთი შეხედვით უბრალო მიწისქვეშა გადასასვლელების ინტერიერი ერთობ მდიდრულად არის გაფორმებული, თითქოს ამ ნაგებობით, ყოველდღიურად არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ თვით ქვეყნის პრეზიდენტი სარგებლობდეს: მარმარილო, შესანიშნავი განათება, ძვირადღირებული ფაიფური, ესკალატორები და ტრავოლატორებიც კი, თითქოს აეროპორტში იმყოფებოდეთ.