.

ვირტუალური მუზეუმი

ვირტუალური მუზეუმი

აფხაზეთთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საცავებშია დაცული. მათი ერთობლივად, ერთ სივრცეში წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ვირტუალური მუზეუმი შეიქმნა.

ონლაინ-მუზეუმში წარმოდგენილია აფხაზეთის არქიტექტურის, ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის, აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების, არქეოლოგიისა და ხელნაწერების საგამოფენო დარბაზები. ამ დარბაზებში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასალები.

პროგრამა განკუთვნილია სპეციალისტებისა და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეებისათვის, ასევე მისი გამოყენება, როგორც თვალსაჩინოებისა, შესაძლებელია საგანმანათლებლო სივრცის ნებისმიერ საფეხურზე, რადგან იგი ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ვიზუალური სახისა და ისტორიის უკეთ აღქმასა და გააზრებას.

„აფხაზეთის ა/რ ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა შექმნა.

ვირტუალურ მუზეუმში გადასვლა