სამეცნიერო ბაზები
ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზები
- ACM Digital Library
- Cambridge Journals Online
- e-Duke Journals Scholarly Collection
- Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books
- European Respiratory Journal
- IMechE Journals
- Mathematical Sciences Publishers Journals
- OpenEdition Journals
- Royal Society Journals Collection
- SAGE Journals
- The Company of Biologist Journals
ACM Digital Library - ბაზაში წარმოდგენილია ჟურნალები, საკონფერენციო მასალები, გაზეთები, ვებსაიტები და მულტიმედია ფაილები. აგრეთვე კომპიუტერული ლიტერატურის გზამკვლევები, და სხვა ციტირებულ ნაშრომები. ძირითადი მიმართულებაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება.
Cambridge Journals Online - წარმოგვიდგენს ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მიმართულებების ჟურნალებს, მათ შორისაა: ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი, მენეჯმენტი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია და კომუნიკაცია.
e-Duke Journals Scholarly Collection - წარმოდგენილია ჟურალები შემდეგი მიმართულებით: ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონალური და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია.
Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books - წარმოდგენილია ჟურნალები და წიგნები ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულებით. წიგნების უმეტესი ნაწილი ეხება საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, მიგრაციის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა შესახებ.
European Respiratory Journal - წარმოადგენს კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულების ბაზას, იმავე სახელწოდების ჟურნალით. მოცემულია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 12.339 შეადგენს.
IMechE Journals - წარმოდგენილია გამომცემლობა SAGE-ის პლატფორმაზე არსებული ჟურნალები, რომელთა ძირითადი მიმართულებაა მექანიკური ინჟინერია. აქვე შეხვდებით სამედიცინო და სპორტის ინჟინერიას, აგრეთვე საავიაციო და მანქანათმშენებლობის მიმართულებებს.
Mathematical Sciences Publishers Journals - წარმოდგენილია 17 რეფერირებადი ჟურნალი მათემატიკისა და სხვა მისი მომიჯნავე დისციპლინებიდან. ძირითადი სფეროებია : მათემატიკა, მექანიკა, ინჟინერია.
OpenEdition Journals - წარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების მიმართულებით. აქვს ინგლისურენოვანი ინტერფეისიც. სტატიების მცირე რაოდენობა პარალელურად გამოქვეყნებულია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.
Royal Society Journals Collection - წარმოდგენილია ბიოლოგიურ მეცნიერების და მისი მომიჯნავე დისციპლინების დარგობრივი მიმართულების ჟურნალები - ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია.
SAGE Premier - წარმოდგენილია სამეცნიერო, აკადემიური, მაღალრეიტინგული ჟურნალები ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სფეროს რეიტინგული ჟურნალებიდან.
The Company of Biologists' Journals - წარმოგიდგენთ ჟურნალს, რომელიც მოიცავს განვითარების, უჯრედული მეცნიერებისა და ექსპერიმენტული ბიოლოგიის სფეროებს.
ScienceDirect – არის მსოფლიოში ავტორიტეტული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, რომელიც მოიცავს 2000 დასახელების ჟურნალს, ჯამში ორ მილიონზე მეტი სტატიის სრულ ტექსტს. ScienceDirect ძირითადად ორიენტირებულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, შედარებით მცირე რაოდენებით არის წარმოდგენილი სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებები.
- ბიზნესი
- ფინანსები
- მენეჯმენტი
- მარკეტინგი
- საინჟინრო მეცნიერებები
- მექანიკის ინჟინერია
- ატომური ინჟინერია
- რადიოლოგიური მეცნიერებები
- ბიო სამედიცინო ინჟინერია
- ჯანდაცვა
- ასტრონომია
- ასტროფიზიკა
- გეოლოგია
- მათემატიკა
- ფიზიკა
- ურბანული დაგეგმარება
- ეკონომიკა
- სოციალური მეცნიერებები
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
SAGE - არის მსოფლიოში აღიარებული აკადემიური გამომცემლობა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს 900-ზე მეტ მაღალხარისხიან ჟურნალსა და ცნობარს ისეთ წამყვან სფეროებში როგორიცაა ბიზნესი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მედიცინა.
დღეისათვის 500-ზე მეტი ჟურნალი უკვე შესულია JCR (Journal Citation Report)-ის მონაცემთა ბაზაში და SAGE აგძელებს მუდმივ ზრდას მიღწევებში. 2014 წლის მონაცემებით, 100-ზე მეტმა ჟურნალმა მიიღო საუკეტესო 10 კატეგორიის წოდება, ხოლო 23-მა ჟურნალმა მიიღო მათი პირველი იმპაქტ-ფაქტორი.
SAGE -ის მიზანია იყოს მსოფლიოს ლიდერი დამოუკიდებელი, აკადემიური და პროფესიული გამომცემელი, რომელიც დააკმაყოფილებს წამყვანი ავტორების და რედაქტორების ინტერესებს და ამავდროულად მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომს გახდის მათ საუკეთესო ნაშრომებს.
JSTOR - არის ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 1900-ზე მეტ აკადემიურ ჟურნალს 50-ზე მეტ სფეროში. იგი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება აკადემიურ საზოგადოებას გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიები იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სამეცნიერო ჩანაწერების არქივი, განავითაროს კვლევა და სწავლება მდგრადი საშუალებების გამოყენებით. ეს არის ბაზა, რომელიც ერთ სივრცეში მოიცავს ჟურნალებს, წიგნებს და პირველად წყაროებს, სადაც შესაძლებელია საჭირო ინფორმაციის მოძიება ჟურნალის სათაურით ან თემატიკით, ასევე შესაძლოა მოძიებულ იქნეს სრული ტექსტი ან ციტირებები. სწორედ მისი მოქნილი და კომფორტული საძიებლის გამო 2013 წელს JSTOR დასახელებული იქნა საუკეთესო მონაცემთა ბაზად. დღეისათვის JSTOR-ს იყენებს 160 ქვეყნის 8000-მდე დაწესებულება, და მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
Project MUSE - არის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ციფრული მასალის წამყვანი პროვაიდერი სამეცნიერო საზოგადოებისათვის, რომელიც შეიქმნა არაკომერციული თანამშრომლობის შედეგად, ბიბლიოთეკებსა და გამომცემლობებს შორის.
არსებობის 20 წლის მანძილზე Project MUSE ჩამოყალიბდა როგორც საზოგადოებისავის მარტივად ხელმისაწვდომი, სანდო წყარო, რადგან მის მიერ მოწოდებული სამეცნიერო მასალა გამოირჩევა მაღალი ხარისხით.
დღეისათვის Project MUSE უზრუნველყოფს წვდომას 200-მდე საუნივერსიტეტო გამომცემლობისა თუ სამეცნიერო საზოგადოების წიგნებსა და ჟურნალებზე მსოფლიო მაშტაბით. მისი მონაცემთა ბაზა მოიცავს 300,000-ზე მეტი რეცენზირებულ აკადემიურ ჟურნალს და 700,000 -მდე ელექტრონულ წიგნს.
Project MUSE-ის მიზანია ინოვაციებისა და თანამშრომლობითი განვითარების საშუალებით, უზრუნველყოს სამეცნიერო საზოგადოების ყველა წევრი მაღალი ხარისხის აუცილებელი რესურსით.
BioOne - არის არაკომერციული გამომცემელი, რომელიც მიზნად ისახავს გახადოს სამეცნიერო კვლევები საზოგადოებისათვის მარტივად ხელმისაწვდომი. იგი წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს ავტორების, გამომცემლების, პროფესიული საზოგადოებების, აკადემიური ინსტიტუტების და ბიბლიოთეკებისათვის, რომელთაც აერთიანებთ საერთო მიზანი – ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება. დღეისათვის BioOne ემსახურება 140-ზე მეტ საზოგადოებრივ ჯგუფსა თუ გამომცემელს, გააჩნია 4000-ზე მეტი წვდომითი დაწესებულება და მილიონობით მკვლევარი მსოფლიო მაშტაბით. მისი ბაზა მოიცავს მრავალ, მაღალი ხარისხის და ღიად ხელმისაწვდომ სტატიას, რომლებიც ფოკუსირდება ბიოლოგიაზე, ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე.
Cambridge Journals - არის კემბრიჯის უნივერსიტეტის რეფერირებადი და სამეცნიერო ჟურნალების ციფრული არქივი, რომელიც მოიცავს 250-ზე მეტ რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალს ისეთ წამყვან სფეროებისა როგორიცაა: ჰუმანიტარული, სოციალური, საბუნებისმეტყველო, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებები, ხელოვნება, მედიცინა, სოფლის მეურნეობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
იგი წარმოადგენს “Cambridge University Press”-ის ნაწილს, რომელიც არის როგორც აკადემიური, ასევე საგანმანათლებლო გამომცემელი. “Cambridge University Press” დაარსდა 1534 წელს და წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე ძველ გამომცემლობას და ასევე უძველეს საუნივერსიტეტო პრესას. დღეისათვის მას უჭირავს წამყვანი პოზიციები გლობალურ ბაზარზე, გააჩნია 50-ზე მეტი ოფისი მსოფლიო მაშტაბით და ავრცელებს თავის პროდუქციას თითქმის ყველა ქვეყანაში. ჟურნალების ელ. ვერსიების ინტერნეტით გავრცელებამ განვითარებად ქვეყნებში შეხწევადობას შეუწყო ხელი, სწორედ ამიტომ დღეისათვის “Cambridge Journals” არის ხელმისაწვდომი, როგორც ბეჭვდითი ასევე ონლაინ რეჯიმში.
Directory Of Open Access Journals (DOAJ) - დაარსდა 2003 წელს შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში და მოიცავდა 300-მდე ღია წვდომის ჟურნალს. დღეისათვის ეს რიცხვი გაიზარდა 10000-მდე და მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა: ეკონომიკა, პოლიტიკა, საინჟინრო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მედიცინა, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. “Directory Of Open Access Journals” მიზნად ისახავს იყოს ყოვლისმომცველი და აერთიანებდეს ყველა ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალს, იმისათვის რომ გახდეს ამომავალი წერტილი ყველა სახის ინფორმაციის მომძიებლისათვის, თავისი ხარისხის, პროფესიონალური რეცენზირებისა და რაც მთავარია ღია წვდომის ხარჯზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) წარმოადგენს ელექტრონულ რესურს, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას IMF-ის პერიოდულ გამოცემებზე, წიგნებზე, სამუშაო დოკუმენტებსა და კვლევებზე, ისევე, როგორც სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე. აერთიანებს რესურსებს მაკროეკონომიკაზე, გლობალიზაციაზე, ვაჭრობასა და სუბსიდიებზე, ისევე როგორც ტექნიკურ მხარდაჭერაზე, დემოგრაფიაზე, განვითარებად ქვეყნებზე, სიღარიბის დაძლევასა და სხვ.
თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 188 სახელმწიფოს, რომლებიც ერთად მუშაობენ გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მსოფლიო ფინანსური სტაბილურობისათვის, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის, ისევე როგორც სიღარიბის დაძლევისათვის მსოფლიოს მაშტაბით. საქმიანობის ფარგლებში ორგანიზაცია ეხმარება ქვეყნებს რისკების დაძლევაში და აკეთებს გარკვეულ რეკომენდაციებს. თითოეული ასეთი რეკომენდაცია ეფუძნება მეცნიერულ კვლევასა და სტატისტიკურ მონაცემებზე. სწორედ ეს ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებისათვის.
The Royal Society - არის დღეისათვის მოქმედი ერთადერთი საზოგადოება, რომელიც ჩამოყალიბდა 1660 წელს, მეფე ჩარლზ მე-2-ს ეგიდით. მისი შექმნის იდეა წარმოიშვა მეცნიერების ხელშესაწყობად და მისი როლის ასამაღლებლად იმდროინდელ საზოგადოებაში. დღეისათვის საზოგადოება მოქმედებს როგორც ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური მრჩეველი. 1665 წელს საზოგადოებამ მსოფლიოს წარუდგინა მეცნიერებისათვის მიძღვნილი პირველი ჟურნალი. ასე ჩამოყალიბდა საზოგადოების გამომცემლობა “The Royal Society Publishing”. საზოგადოება ასევე პირველი იყო ექსპერტული რეფერირების პროცესის დანერგვაში, რომელიც დღეისათვის ასე ფართოდ გამოიყენება მსოფლიო მაშტაბით. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მრავალ ფუნდამენტურ აღმოჩენებში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მეცნიერების ისტორიის განვითარებაში და დღემდე აგრძელებს მსოფლიოს გაოცებას განსაკუთრებული მიღწევებით.
Emerald - არის გლობალური გამომცემელი, რომელიც აკავშირებს კვლევასა და პრაქტიკას საზოგადოების სასარგებლოდ. იგი გამოცემს აკადემიურ ჯურნალებსა და წიგნებს ისეთ წამყვან სფეროებში როგორიცაა მენეჯმენტი, ბიზნესი, განათლება, ჯანდაცვა, საინჟინრო და სხვა. კომპანია აწვდის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ორმაგად რეცენზირებულ კვლევებს, რაც აისახება მზარდ ქსელში, რომელიც მოიცავს 106000-ზე მეტ მრჩეველს, ავტორსა და რედაქტორს, და თითქმის 5000 მომხმარებელს მსოფლიო მაშტაბით. დღეისათვის კომპანია მართავს პორტფოლიოს რომელიც მოიცავს 290-ზე მეტ ჟურნალს, 2650-ზე მეტ წიგნს და მრავალ ტომეულს. გასულ წელს “Emerald“-ის ონლაინ ბაზებიდან 24.8 მილიონზე მეტი სტატია იქნა გადმოწერილი და წაკითხული.
Encyclopedia Britannica - დაარსდა 1768 წელს შოტლანდიაში და წლების მანძლზე დაიმკვიდრა სახელი, როგორც ყველაზე სანდო და საიმედო საინფორმაციო წყარო. დროთა განმავლობაში იზრდებოდა მისი რეპუტაცია, ისევე როგორც მისი მოცულობა და მე-20 საუკუნეში კომპანიამ მოიცვა ახალი სფეროები და ახალი პროდუქტები, როგორიცაა ენის სწავლება, კლასიკური ფილოლოგია, საგანმანათლებლო მედია და რეფერირებადი საინფორმაციო რესურსები სხვადასხვა ენაზე. 1981 წელს კომპანიამ გამოაქვეყნა მისი პირველი ციფრული ენციკლოპედია, რომლის წარმოუდგენელმა წარმატებამ შეცვალა კომპანიის ფორმატი და იგი თითქმის მთლიანად ციფრულ კომპანიად გარდაქმნა. დღეისათვის “Encyclopedia Britannica” არის ონლაინ ბაზა, რომელიც მოიცავს 120.000-ზე მეტ სტატიას, რომელიც ყოველდღიურად ახლდება. ასევე ბრიტანიკა გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ყოველდღიური განახლებები და ბმულები ახალი ამბების შესახებ The New York Times და BBC-ს ბაზებიდან. 2010 წელს გამოიცა ბრიტანიკას ბოლო ნაბეჭდი ვესია. მას შემდეგ კომპანია წინსვლას განაგრძობს მხოლოდ ციფრული ფორმატით.
The New England Journal of Medicine - გამოიცემა მასაჩუსეტსის სამედიცინო საზოგადოების მიერ და მიჩნეულია ერთერთ წამყვან რეცენზირებულ სამედიცინო ჟურნალად. მისი მიზანია მიაწოდოს სამედიცინო საზოგადოებას მაღალი ხარისხის ინფორმაცია, როგორც თეორიული ასევე კლინიკურ პრაქტიკაში, მაქსიმალურად გასაგებ ფორმატში. ჟურნალი აერთიანებს ნაშრომებს, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია შინაგანი ორგანოების მედიცინაზე და მისი ქვესპეციალობების დარგებზე, მათ შორის არის – კარდიოლოგია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰემატოლოგია/ონკოლოგია, იმუნოლოგია/ალერგია, ინფექციური დაავადება, ნეფროლოგია, ნევროლოგია/ნეიროქირურგია, ფილტვების მკურნალობა და რევმატოლოგია.1996 წლიდან მოქმედებს ჟურნალის ვებ-გვერდი, ონლაინ ვერსია, რომელიც ყოველკვირეულად აქვეყნებდა აბსტრაქტებს კვლევით სტატიებზე, სრული მოცულობით სთავაზობდა მომხმარებელს დასაბეჭდ მასალებს, ქეისებს და რედაქტორისადმი მიძღვნილ წერილებს. ორი წლის შემდეგ კი ონლაინ ჟურნალი გაფართოვდა და ხელმისაწვდომი გახდა ყველა სტატია სრულად. დღეისათვის “The New England Journal of Medicine” დამატებით სთავაზობს თავის მომხმარებელს ვიდეოებს კლინიკურ მედიცინაზე, რეცენზირებულ საგანმანათლებლო ვიდეოებს, ინტერაქტიულ სამედიცინო შემთხვევებს და ცოდნის გასაღრმავებელ კითხვარებსა და ტესტებს. ამჟამად ჟურნალის ონლაინ ვერსია არქივის სახით მოიცავს ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულ სრულ მასალას.
Oxford University Press - არის ოქსფორდის უნივერსიტეტის დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს საუნივერსიტეტო პრესას. მისი მიზანია გამოაქვეყნოს უმაღლესი ხარისხის მასალა და გახადოს ხელმისაწვდომი მაქსიმალურად ფართო აუდიტორიისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, “Oxford University Press”-მა შეძლო დაეკმაყოფილა მომხმარებლის მზარდი მოთხოვნები და ციფრული არქივის შექმნის საფუძველზე, ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა წლების მანძილზე დაგროვებული მასალა, რომელსაც დღეისათვის გამოიყენება მსოფლიოს უკლებლივ ყველა ქვეყანაში. “Oxford University Press”-მა გამოაქვეყნა 300-ზე მეტი ჟურნალი ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, მეცნიერების და მედიცინის განხრით. საუკუნოვანი გამოცდილების, მუდმივი ზრდისა და განვითარების ფონზე დღეისათვის იგი თანამშრომლობს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებთან 78-ქვეყანაში და მათ შორისაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
Project Gutenberg - 1971 დაარსდა და არის მსოფლიოს პირველი უფასო ელექტრონული წიგნების მომწოდებელი. კომპანია წარმოადგენს სრულიად არაკომერციულ ობიექტს, რომელიც ეყრდნობა და ვითარდება მოხალისეების დახმარებით და დონორებისა თუ მომხმარებლების გადარიცხვებით. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული წიგნების შექმნას, დაარქივებას და გავრცელებას, იმისათვის რომ დაინტერესებულ პირთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს საჭირო რესურსის მოძიება. “Project Gutenberg” მომხმარებელს სთავაზობს 49000-ზე მეტ უფასო მულტიდისციპლინურ წიგნს რომელიც მოხალისეების დახმარებით იქნა გადატანილი ბეჭდვითი ფორმატიდან ციფრულ ფორმატში. დღეისათვის კომპანიის მთავარი საზრუნავია მიაწოდოს სასურველი ელექტრონული რესურსი მაქსიმალურად მეტ მომხმარებელს და რაც მთავარია სრულიად უსასყიდლოდ.
Journal of Autism and Developmental Disorders - არის საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც გამოიცემა 1971 წლიდან (თავდაპირველი სახელწოდებით Journal of Autism and Childhood Schizophrenia) მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო გამომცემლობაSpringer-ის მიერ. ჟურნალი ფოკუსირებულია აუტისტური სპექტრის აშლილობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან.
კადმოსი - რეფერირებადი სამეცნიერო გამოცემაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევებს ქართველოლოგიის დარგში, მათ შორის, ლიტერატურათმცოდნეობაში, ენათმეცნიერებაში, ფილოსოფიაში, კულტურულ ანთროპოლოგიასა (ეთნოგრაფია, ეთნოლოგია, მითოლოგია) და ისტორიაში (არქეოლოგია). ჟურნალი წელიწდეულია და გამოიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით.
იპრინტსი - არის ინსტიტუციური საცავი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი აკადემიური პორთფოლიო/პროფაილი რაც გულისხმობს თქვენს მიერ უკვე გამოქვეყნებულ ან გამოსაქვეყნებლად მომზადებულ სხვადასხვა სახის პუბლიკაციებისა და კვლევითი მასალების ერთ სივრცეში განთავსებას. ორგანიზებულ საცავში eprints.iliauni.edu.ge ავტორი თავად ათავსებს სამეცნიერო პუბლიკაციის მეტამონაცემებს/გამოცემის სრულ ტექსტს ან აბსტრაქტს, რომელიც რეპოზიტორში განთავსებისთანავე ხელმისაწვდომი ხდება მაძიებლისათვის. ელექტრონული კატალოგის მეშვეობით შესაძლებელია საცავში განთავსებულ პუბლიკაციებში ძიება განხორციელდეს სხვადასხვა კატეგორიებით. მაგ: ავტორის, წლის, თემისა და ინსტიტუტის მიხედვით.