.

ვოდევილი ქართულ მწერლობაში: ტომი I
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2015
გამომცემლობა: ჯეოპრინტი
3947
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
ანოტაცია
 

     ვოდევილი, როგორც სანახაობის გარკვეული ფორმა, წარმოიშვა საფრანგეთში. მისი სახელწოდებაც წარმოდგება ფრანგული სიტყვიდან „Val de Vire“ („Valley of Vire“), რაც ნიშნავს ვირის ველს. ვოდევილის დაბადების ერთ-ერთი ვერსია პოლიტიკურ მოტივს ეფუძნება: საფრანგეთის პროვინციის - ნორმანდიის - ტერიტორია, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, იყო ნორმანებს, ფრანგებსა და ინგლისელებს შორის ხანგრძლივი ბრძოლის სუბიექტი. მე-15 საუკუნის 30-იან წლებში ინგლისი შეეცადა, აქ თავისი ბატონობა დაემყარებინა. მისი კანონები მიუღებელი იყო ნორმანდიელებისთვის და მათი გავრცელება აღინიშნებოდა შეთქმულებებისა და აჯანყებების წყებით 1435-1436 წლებში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აჯანყება მომხდარა სწორედ Val de Vire-ს ტერიტორიაზე. მან ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი ბალადური ლიტერატურის - Vaux de Vire (Voices of Vire) („ვირის ხმები“) - დაბადებას, რომელიც, ძირითადად, შეეხებოდა ისტორიულ (ინგლისის ჯარების ნორმანდიაში შეჭრის) თემას.

დაწვრილებით
 

     წინამდებარე ტომით ვიწყებთ ქართული ვოდევილის მრავალტომეულის აკადემიურ გამოცემას. I ტომში მკითხველს წარმოვუდგენთ 4 ავტორს: გიორგი ერისთავს (1813-1864) ვოდევილებით: „თილისმის ხანი“, „უჩინმაჩინის ქუდი“ და „წარსული დროების სურათები“, დიმიტრი მეღვინეთხუცესოვს (მეღვინეთხუცესიშვილს) (1815- 1878) ვოდევილებით: „კატა-აწონა“, „ანჩხლი ცოლი“, „უბედური მოარშიყე“ და „ექიმბაში“, ივანე (ოქროპირ, ოქრო) ერისთავს (1818- 1858) ვოდევილით - „ძალად ექიმი“ და გიორგი ორბელიანს (დაბად. 1818) ვოდევილით - „სიყვარულის სასმელი“, სულ 9 პიესას. გამოცემაში პირველად ქვეყნდება დიმიტრი მეღვინეთხუცესოვის (მეღვინეთხუცესიშვილის) „ანჩხლი ცოლი“ და გიორგი ორბელიანის „სიყვარულის სასმელი“.

პარამეტრები