.

ტერენტი გრანელის ბედისწერა
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2011
ავტორი (ები): ლუარა სორდია,
გამომცემლობა: უნივერსალი
ჟანრი: პოეზია
3746
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
ანოტაცია
 

მეოცე საუკუნე ღირებულებათა ტოტალური გადაფასებით გამოირჩა. მრავალი შემოქმედის სახელი ჩაიძირა დავიწყების უფსკრულში. გაღმა ნაპირამდე ვერ გააღწიეს ორდენოსანმა, ხუთწლედების პრემიებით წახალისებულმა, მთავრობის მიერ ხელდასხმულმა კალმოსნებმა. სულიწმიდის მადლით ცხებული სიტყვის ოსტატები კი, რომლებიც თავის დროზე დევნილი, ტერორიზებული და რეპრესირებულნი იყვნენ, ნათლის სვეტივით გაბრწყინდნენ და სულის სასწაულებით გაგვაოცეს. ცოტანი არიან ასეთები, მსხვერპლის ფასად რომ გადაარჩინეს უმაღლესი იდეალები. ერთ-ერთი ასეთი უპირველესი ლირიკოსის შარავანდედით მოსილი პოეტია ტერენტი გრანელი. იგი ბოლომდე დარჩა მოუსყიდველი, მოუთვინიერებელი, თვაისუფლების ჰაერით ცადაწეული.

დაწვრილებით
 

გარდაცვალებიდან თითქმის სამი ათეული წელი გაუცხოების ნისლი ებურა ტერენტი გრანელს, მის შემოქმედებას საგანგებოდ უგულვებელყოფდნენ და მკითხველს უმალავდნენ მედროვეები, პრიმიტივები, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ მისი სიდიადის დაფარვის მოსურნეები.

დღეს ტერენტი გრანელის გამორჩეული პოეტური აზრი მეუფებს ყველგან, აზრთან კი, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა, არტილერიაც უძლურია.

მკითხველმა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ხელახლა აღმოაჩინა მისი პოეტური პლანეტა, უფრო დიდი ძალით იწამა ეს „პოეტი ბავშვი“ და ლამის ჩვენი დროის სახარებად შერაცხა მისი განუმეორებელი პოეტური კრებულები.

პარამეტრები

  • განთავსებულია: თებ 21, 2018
  • ISBN-13: 978-9941-17-489-6
  • გამომცემლობა: უნივერსალი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 256
  • ნახვები: 3746
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)