.

შესავალი MATLAB დაპროგრამებაში
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2009
გამომცემლობა: უნივერსალი
4374
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(4 შეფასება)
ანოტაცია
 

პაკეტი Matlab ქმნის ინტერაქტიულ კომპიუტერულ გარემოს, რომელიც ემსახურება სამეცნიერო ხასიათისა და ტექნიკური მიმართულების პრობლემების და ამოცანების ფართო სპექტრის ამოხსნას. პროგრამა შეიქმნა 70 წლებში ამერიკელი მეცნიერის კლივ მოულერის (Cleve Moler) მიერ და თავდაპირველად ორიენტირებული იყო წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემების ამოხსნაზე. ამით არის განპირობებული პაკეტის დასახელება “მატრიცული ლაბორატორია”. დროთა განმავლობაში პროგრამა ფართოვდებოდა როგორც ძირითადი ნაწილის ბირთვის სრულყოფის და გაფარ თოების მიმართულებით, ასევე მრავალი ახალი სპეციალიზებული პაკეტის მიერთე ბის ხარჯზე. ასეთებია: რიცხვითი ალგორითმები, სიმბოლური გამოთვლები, სიგნა ლებისა და გამოსახულებების დამუშავება, საინჟინრო დაპროგრამება ბლოკსქემების ენაზე, მოდელირება, ნეირონული ქსელები, არამკაფიო ლოგიკა, ეკონომიკური ამოცა ნების ამოხსნა და მრავალი სხვა.

დაწვრილებით
 

წიგნი წარმოადგენს შესავალს პაკეტ Matlab - ში და შეიცავს საკმარის ინფორმაციას იმისთვის, რომ მკითხველმა დაიწყოს Matlab-ის გამოყენება და მომავალში შეძლოს ცოდნის გაღრმავება ამ მიმართულებით. წიგნი განკუთვნილია უნივერსიტეტების მათემატიკის, ინფორმატიკის და ტექნიკური მიმართულებების სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის და სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვისაც სურს დაპროგრამების თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება.

პარამეტრები

  • განთავსებულია: სექ 18, 2015
  • ISBN-10: 9941127719
  • ISBN-13: 978-9941-12-771-7
  • უაკ: (UAK) 004.42 N-674
  • გამომცემლობა: უნივერსალი
  • ყდა: რბილი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 254
  • ნახვები: 4374
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)