.

საქართველოს წმიდა მეფეები
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2012
ავტორი (ები): ანანია ჯაფარიძე,
გამომცემლობა: ს.ტ.უ. გამომცემლობა
5166
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
ანოტაცია
 

     ისტორიული ბიზანტიის ზოგიერთი ეკლესიის ფრესკაზე გამოხატულია წარმართობის ეპოქის დიდი მოაზროვნეები - პლატონი, არისტოტელე და სხვანი, რადგან „სულიწმიდა ქრის, იქ, სადაც მას სურს“, ამიტომაც მიიჩნეოდა, რომ თვით წარმართობის დროსაც კი ზოგიერთი ადამიანის აზროვნება ემსგავსებოდა ქრისტიანულს, რითაც მათ მთელ მსოფლიოს დიდი სამსახური გაუწიეს. მსგავსადვე, მართალია, წმიდა მეფე ფარნავაზი, რევ მართალი თუ ადერკი წარმართობის ჟამს მოღვაწეობდნენ, მაგრამ მათ ქრისტიანობას დიდი სამსახური გაუწიეს, მაგალითად ის „მწიგნობრობა“, რომელიც განავრცო მეფე ფარნავაზმა, საქართველოში გადაიქცა საფუძვლად სახარების გავრცელებისა: ქართული წმიდა წერილი იწერებოდა იმ „ხუცური“ და „ასომთავრული“ ანბანით, რომელიც ჩვენი წმიდა მამების ცნობით ფარნავაზის ნაღვაწია. მსგავსადვე, ქრისტიანულ ჰუმანიზმს ეყრდნობოდა მეფე რევ მართალის სახელმწიფო რეფორმები, ხოლო მეფე ადერკიმ თავისი ხელი შეახო ჩვენი მაცხოვრის წმიდა კვართს, ამით კი საქართველოს სამეფო დინასტიამ დიდი მადლი შეიძინა, რითაც კურთხეული იყო მათი ორიათასწლოვანი მმართველობა.

 

პარამეტრები

წიგნის ავტორი(ები)