.

საქართველოს ისტორიის ნარკვევები
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 1970
ავტორი (ები): ავტორთა ჯგუფი,
გამომცემლობა: საბჭოთა საქართველო
15695
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(4 შეფასება)
ანოტაცია
 

რვატომეული გამოცემა „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ გამოქვეყნებულია 1970-იან წლებში, სადაც მოცემულია ჩვენი ქვეყნის მეცნიერული ისტორია უძველესი ხანიდან უახლესი პერიოდის ჩათვლით. წიგნის ავტორები - აღიარებული ქართველი მეცნიერები შერჩეულნი არიან დარგობრივად და კომპეტენციის მიხედვით. „ნარკვევებში“ საქართველოს ისტორია წარმოდგენილია პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ვითარების მიხედვით, რითაც წარსულის საკმაოდ ნათელ სურათს გვაძლევს. მასში განხილულია საქართველოს ისტორია მეტნაკლებად სრულად ქართული და უცხოური მრავალრიცხოვანი წყაროების ანალიზის საფუძველზე და არსებული საისტორიო ნაშრომების, მეცნიერთა მოსაზრებების გათვალისწინებით, რითაც ის ქართული ისტორიოგრაფიის იმდროინდელ მდგომარეობასა და მიღწევებს ასახავს. მისი წყაროთმცოდნეობითი ბაზა ვრცელია, მოყვანილია არსებული წყაროები და შესწავლილია ისინი წყაროთმცოდნეობის მიმართულებით. ამას გარდა, ნაშრომი მეცნიერული მეთოდოლოგიითა და მაღალი დონის სამეცნიერო აპარატით სტუდენტებისა და მომავალი ისტორიკოსებისათვის თაობების განმავლობაში სამაგალითო ნაშრომს წარმოადგენდა...

 

ტომი  საქართველოს ისტორიის ნარკვევები - რვატომეული
I საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე
II ადრინდელი ფეოდალიზმი - საქართველო IV-X საუკუნეებში
III ჩამოყალიბებული ფეოდალიზმის ხანა - საქართველო XI-XV საუკუნეებში
IV აღმოსავლელი დამპყრობლებიდან ჩრდილოელამდე XVI-XIX საუკუნეები
V კაპიტალისტური ურთიერთობები საქართველოს XIX საუკუნის 30-90-იან წლებში
VI იმპერიალიზმი და პროლეტარული რევოლუცია, საქართველო 1900-1921
VII ქართველი სოციალისტური ერის დასაწყისი XX საუკუნის 20-30-იან წლებში
VIII სამამულო ომის შემდგომი აღმშენებლობა 1941-1975 წლებში
დაწვრილებით
 

„საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ წარმოგვიდგენს როგორც ძველი დროისა და იმდროინდელი ქართული ისტორიოგრაფიის მდგომარეობას, არამედ იმ ეპოქის სულისკვეთებასაც გამოხატავს - ის თავისუფალი არ არის საბჭოთა იდეოლოგიური გავლენისაგან, განსაკუთრებით მისი VI-VIII ტომები. მაგრამ მასში უძველესი ხანის, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის ეპოქიდან იმდენი ფაქტობრივი მასალა და მეცნიერულად დასაბუთებული და ჯანსაღი მსჯელობაა, რომ კვალიფიციური მკითხველი თავის აზრსაც გამოიტანს და მიხვდება იდეოლოგიური წნეხის კვალს საისტორიო მასალის ანალიზსა და დასკვნებში. ხოლო XX საუკუნის დასაწყისისა და საბჭოთა პერიოდის შესახებ ნარკვევები გაჯერებულია საბჭოთა იდეოლოგიითა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოზიციების გამართლების მცდელობებით, რაც დღეს ნაკლებადღა მოახდენს მკითხველზე თავის ზემოქმედებას.

ნარკვევები, ამასთანავე, დღევანდელი მკითხველისთვისაც საცნობარო ლიტერატურის დანიშნულებას ასრულებს, რამეთუ მასში სრულადაა დასახელებული ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ XX საუკუნის 60-70-იანი წლებისათვის არსებული წყაროები და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები.

პარამეტრები

წიგნის ავტორი(ები)