რვატომეული გამოცემა „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ გამოქვეყნებულია 1970-იან წლებში, სადაც მოცემულია ჩვენი ქვეყნის მეცნიერული ისტორია უძველესი ხანიდან უახლესი პერიოდის ჩათვლით. წიგნის ავტორები - აღიარებული ქართველი მეცნიერები შერჩეულნი არიან დარგობრივად და კომპეტენციის მიხედვით. „ნარკვევებში“ საქართველოს ისტორია წარმოდგენილია პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ვითარების მიხედვით, რითაც წარსულის საკმაოდ ნათელ სურათს გვაძლევს. მასში განხილულია საქართველოს ისტორია მეტნაკლებად სრულად ქართული და უცხოური მრავალრიცხოვანი წყაროების ანალიზის საფუძველზე და არსებული საისტორიო ნაშრომების, მეცნიერთა მოსაზრებების გათვალისწინებით, რითაც ის ქართული ისტორიოგრაფიის იმდროინდელ მდგომარეობასა და მიღწევებს ასახავს. მისი წყაროთმცოდნეობითი ბაზა ვრცელია, მოყვანილია არსებული წყაროები და შესწავლილია ისინი წყაროთმცოდნეობის მიმართულებით. ამას გარდა, ნაშრომი მეცნიერული მეთოდოლოგიითა და მაღალი დონის სამეცნიერო აპარატით სტუდენტებისა და მომავალი ისტორიკოსებისათვის თაობების განმავლობაში სამაგალითო ნაშრომს წარმოადგენდა...