.

საქართველოს ენობრივი სიტუაცია XX საუკუნის 20-იან წლებში
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2021
ავტორი (ები): სოფიკო ჭაავა,
გამომცემლობა: საარი
1488
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

საქართველოს ენობრივი სიტუაცია XX საუკუნის 20-იან წლებში

მონოგრაფიაში გაანალიზებულია XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ენობრივი სიტუაცია საარქივო მასალების მიხედვით. უპირატესად გამოყენებულია საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და განათლების სახალხო კომისარიატის ფონდებში დაცული სოციოლინგვისტურად მნიშვნელოვანი მასალები. ნაშრომში საქართველოს ზოგადლინგვისტური სიტუაციის გარდა, დეტალურად განიხილება იმ პერიოდისთვის ახლადშექმნილი ადმინისტრაციული ავტონომიების აფხაზეთის სსრ-ს, აჭარის ასსრ-სა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ენობრივი ტენდენციები. კვლევის შედეგად გამოვლინდა აქამდე უცნობი არაერთი დოკუმენტი, რომელთა საფუძველზეც მკაფიოდ იკვეთება, თუ როგორ იგეგმებოდა და ხორციელდებოდა რუსიფიკატორული ენობრივი პოლიტიკა ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემაში, სახელმწიფო სტრუქტურებში, სასამართლოსა და კულტურის სხვადასხვა დარგებში. ფაქტობრივად, საბჭოთა რეჟიმისთვის ენა იყო ერთ-ერთი მძლავრი იარაღი, რითაც ის ახერხებდა ერთა შორის უთანხმოებისა და უკმაყოფილების ინსპირირებას. ხელოვნურად შექმნილი ეთნიკური და ენობრივი გარემოს საბოლოო შედეგი კი დენაციონალიზებული და ენობრივად რუსიფიცირებული, უკიდურესად იდეოლოგიზებული „ახალი საბჭოთა ადამიანის” აღზრდა უნდა ყოფილიყო.

დაწვრილებით
 

წიგნში აღწერილი კვლევის შედეგები გამოადგებათ ენათმეცნიერებს, ისტორიკოსებს, კონფლიქტოლოგებს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის ავტომონიური ოლქის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევრებს), ფორმალური და არაფორმალური განათლების სპეციალისტებს, ჟურნალისტებს, სოციოლოგებს და საკითხით დაინტერესებულ სხვა პირებს.

პარამეტრები

  • განთავსებულია: აპრ 6, 2022
  • ISBN-13: 978-9941-493-33-1
  • გამომცემლობა: საარი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 320
  • ნახვები: 1488
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)