
14 - წიგნი
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის ყოველწლიური სამეცნიერო გამოცემის (წელიწდეულის) „საისტორიო ძიებანი“-ს მე-4 წიგნი ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის - სოხუმის უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის 20 წლისთავს. მასში შესულია სტატიები საქართველოს ისტორიის, მსოფლიო ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, პოლიტოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე. წელიწდეული განკუთვნილია როგორც სპეციალისტების, ასევე ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის.