.

რელაციული მონაცემთა ბაზის შექმნა MySQL Workbench გარემოში
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2023
ავტორი (ები): ლეილა სულავა,
გამომცემლობა: ს.ს.უ. გამომცემლობა
1466
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

რელაციული მონაცემთა ბაზის შექმნა
MySQL Workbench გარემოში

მოცემული ნაშრომი წარმოადგენს My SQL Workbench პროგრამის მოკლე კურსს.

ვებ დეველოპერი იზრდება იმ პროექტებით, რომლებსაც ქმნის და ანვითარებს. პროექტების ზრდასთან ერთად იზრდება პროგრამული ნაწილის სირთულე, გარდაუვლად იზრდება მის მიერ დამუშავებული მონაცემების რაოდენობა, ასევე მონაცემთა სქემის სირთულე. პრაკტიკა აჩვენებს, რომ MySQL მონაცემთა ბაზები ძალიან პოპულარულია და ცნობილი PHPMyAdmin-ის გამოიყენება მათ სამართავად. მცირე პროექტებიდან დიდ პროექტებზე გადასვლისას, MySQL ხდება ძალიან აქტუალური. ამ პროგრამის შესაძლებლობები შეესაბამება დიდ რაოდენობის ცხრილებითა და ურთიერთობებით კომპლექსური მონაცემთა ბაზების შექმნას.

ნაშრომში აღწერილია მართვის საინფორმაციო სისტემებში განსაკუთრებით დიდი მონაცემების დამუშავების და შენახვის თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტული საშუალებები. წიგნში განხილულია My SQL Workbench პროგრამასთან მუშაობის საფუძვლები.

წინაბდებარე წიგნი შეიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც ეფუძნება რეალურ მონაცემებს. ეს ხდის მოცემულ კურსს უფრო მოქნილს და იძლევა მასალის გადმოცემის ვარირების საშუალებას.

წიგნი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის საინფორმაციო სისტემების სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე, აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.

დაწვრილებით
 

რეცენზენტი: თამაზ ობგაძე - ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, ხელსაწყოთმშენებლობის ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი.

პარამეტრები

  • განთავსებულია: სექ 22, 2023
  • გამომცემლობა: ს.ს.უ. გამომცემლობა
  • ენა: Geo
  • გვერდები: 72
  • ნახვები: 1466
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)