ლეილა ოთარის ასული სულავა, დაბადებული სამადაშვილი, 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის ინფორმატიკის სპეციალობა და მიიღო მასის მათემატიკური უზრუნველყოფის კვალიფიკაცია.
უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ი. ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, სადაც 1980-1998 წწ. მუშაობდა ინჟინერ-პროგრამისტად.
1998 წლიდან დღემდე მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმატიკის მიმართულებაზე ლექტორად.
2016 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „არაწრფივი სოციალური პროცესების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება“, რის მერე მას მიანიჭეს ინფორმატიკის დოქტორის წოდება. აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე. მიიღო მონაწილეობა 10 საერთაშორისო და ორ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაში.