.

ქართულ-მეგრულ-ლაზურ-სვანურ-ინგლისური ლექსიკონი
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2015
ავტორი (ები): რამაზ ქურდაძე,
გამომცემლობა: პეტიტი
6197
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.7
(3 შეფასება)
ანოტაცია
 

ქართულ-მეგრულ-ლაზურ-სვანურ-ინგლისური ლექსიკონი

წინამდებარე ხუთენოვანი (ქართულ-მეგრულ-ლაზურ-სვანურ-ინგლისური) ლექსიკონის გამოცემა განხორციელდა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.

ეს გამოცემა 10 წლის განმავლობაში მესამე სამეცნიერო პროექტია, რომელიც შესრულდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს თანადგომით. ამ სფეროში პირველი იყო ენათმეცნიერული ნაშრომი კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა, გამოცემული 2006 წელს (შემდგენლები: რუსუდან ამირეჯიბი-მალენი (რედაქტორი), ნანა დანელია, ინგა დუნდუა, თბილისი, გამომცემლობა უნივერსალი, 400 გვ.). 2007 წელს გამოიცა სვანური ენა (გრამატიკული მიმოხილვა, ტექსტები, ლექსიკონი; შემდგენლები: ზურაბ ჭუმბურიძე, ლელა ნიჟარაძე, რამაზ ქურდაძე, ზ. ჭუმბურიძის რედაქციით, თბილისი, გამომცემლობა პეტიტი, 390 გვ.). ამ გამოცემათა სერიის გაგრძელებაა წინამდებარე ლექსიკონი, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიის ოთხი მონათესავე ენის ლექსიკას ინგლისური თარგმანით.

დაწვრილებით
 

ქართველურ ენათა მეცნიერული კვლევის საქმეში ლექსიკოლოგიას ყოველთვის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი ეკავა და უკავია ამჟამადაც. ამ საქმეში ქართველ მეცნიერებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ უცხოელი მკვლევრები, მოგზაურები და საზოგადო მოღვაწეები. მათი ინტერესი საქართველოს მოსახლეობის ზნე-ჩვეულებებისა და ენა-კილოების მიმართ შემთხვევითი არ ყოფილა.

პარამეტრები

წიგნის ავტორი(ები)