რამაზ ქურდაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, დაიბადა 1961 წელს.
1983 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო პედინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1983-1986 წლებში სწავლობდა თსუ-ის ასპირანტურაში. 1987 წელს აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართული ენის ქართლური დიალექტის ლიახვისა და ფრონის ხეობათა ქართლური“, ხოლო 1999 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ხმოვანმონაცვლე ზმნები თანამედროვე ქართულში“. არის 2 მონოგრაფიისა და ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 1 მონოგრაფიის კი – თანაავტორი; ქართულ-მეგრულ-ლაზურ-სვანურ-ინგლისური ლექსიკონის იდეის ავტორი, პროექტის ხელმძღვანელი და ქართული ინდექსის შემდგენელი.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართული ზმნა; ქართული დიალექტოლოგია; ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების საკითხები; ქართული ჟარგონი.