.

მოდალობის კატეგორია ქართულ ენაში
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2020
ავტორი (ები): ნინო შარაშენიძე,
გამომცემლობა: უნივერსალი
1178
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

მოდალობის კატეგორია ქართულ ენაში

მონოგრაფიაში განხილულია ქართული ენის მოდალობის კატეგორია და მისი სისტემა. გაანალიზებულია გრამატიკალიზაციის პროცესი და თანამედროვე ქართულისათვის მოდალობის სისტემის ჩამოყალიბების გზები. წიგნში გამოყოფილია მოდალობის სახეები ქართულ ენაში, შემოტანილია მოდალური ინდიკატორების ცნება და წარმოდგენილია მოდალური ინდიკატორები მოდალობის სხვადასხვა სახისათვის. ასევე გაანალიზებულია მწკრივის ფორმისა და მოდალური ელემენტის დაკავშირებით შექმნილი მნიშვნელობა.

მონოგრაფია განკუთვნილია ქართველოლოგიის დარგში მომუშავე ენათმეცნიერთათვის, სემანტიკის საკითხებით დაინტერესებულ მეცნიერთათვის, ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე ქართული ენის საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. წიგნი აგრეთვე გამოადგებათ ზოგადი ენათმეცნიერებისა და ტიპოლოგიის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს.

დაწვრილებით
 

აღნიშნული პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტი 218000). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.

This project has been made possible by financial support from the Shota Rustaveli National Science Foundation (grant N 218 000). All the ideas expressed here with are those of the author, and may not represent the opinion of the Foundation itself.

რედაქტორი: მარინა ბერიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

პარამეტრები

  • განთავსებულია: ივლ 24, 2022
  • ISBN-13: 978-9941-26-787-1
  • გამომცემლობა: უნივერსალი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 283
  • ნახვები: 1178
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)