1 - წიგნი
მესხური პრობლემის ანალიზი
გამოცემის წელი: 2010
გამომცემლობა:
კალმოსანი
ჟანრი:
ისტორია
ანოტაცია
 
წიგნში განხილულია დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციისა და ქართულ საზოგადოებაში რეინტეგრაციის პრობლემატიკა. ეს წიგნი არის ინტერდისციპლინარული ნაშრომი, რომელშიც ძირითადად აქცენტი გამახვილებულია დეპორტირებული მესხი ხალხის ისტორიაზე, თანამედროვე სიტუაციაზე, რეპატრიაციის პერსპექტივებზე და ინტეგრაციის პრობლემებზე. კვლევის დროს უხვად იქნა გამოყენებული პირველადი წყაროები და საარქივო დოკუმენტები, რომლებიც მრავალ საინტერესო ფაქტს შეიცავს მესხური პრობლემის შესახებ. წიგნი განკუთვნილია როგორც საზოგადოების ფართო მასებისათვის, ასევე მესხური პრობლემით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის და უმაღლესი სასწავლებლებისათვის.