ვალერი მოდებაძე - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დაიბადა 1977 წელს თბილისში. სწავლობდა ვორვიკის, ვოლვერჰამპტონის, კენტის, ბერლინისა და მალაგის უნივერსიტეტებში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში იურიდიულ ფაკულტეტზე. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის (სპეციალობით საზოგადოება და პოლიტიკა) აკადემიური ხარისხი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა (საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა) დოქტორის აკადემიური ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს ერთი წიგნი და ათი სამეცნიერო სტატია. ამჟამად მუშაობს წიგნზე „ესპანეთის საგარეო პოლიტიკა“ და სტატიაზე „გეოგრაფიული ფაქტორების როლი ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებაში“. არის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი. ასევე კითხულობს ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის ეროვნულ უნივერსიტეტში, ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში შემდეგ დისციპლინებში: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა, საერ- თაშორისო ორგანიზაციების სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.