წინამდებარე ნაშრომი განკუთვნილია ელემენტარული მათემატიკის სასკოლო კურსის თანმი-მდევრული სწავლებით დაინტერესებული პირებისათვის. ამდენად მის მომხმარებლად, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებიან საშუალო სკოლის VII-XII კლასების მოსწავლეები და მათი მასწავლებლები. ჩვენი აზრით, მას შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს აბიტურიენტებსაც საფუძვლიანად მოემზადონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მათემატიკაში. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს მასში თავმოყრილი ამოცანების წყობის თავისებურება, რომელიც პრინციპულად განსხვავდება საქართვე-ლოში აბიტურიენტებისათვის დღემდე გამოცემული ყველა დამხმარე სახელმძღვანელოსა და ამოცანე-ბის კრებულებისაგან.