1 - წიგნი
მადამ ბოვარი
გამოცემის წელი: 2010
გამომცემლობა:
თბილისი
ანოტაცია
 
მადამ ბოვარი (ფრანგ. Madame Bovary) — გიუსტავ ფლობერის რომანი. მისი სრული სახელია „მადამ ბოვარი – პროვინციული ზნე-ჩვეულებები“. მეორე სათაური მკითხველს განუმარტავს ნაწარმოების არსს. რომანში ნაჩვენებია, თუ როგორ უხუთავს ადამიანს სულს დამყაყებული პროვინციული ყოფა.
ნაწარმოების მთავარმა მოქმედმა პირმა — ემამ ვერ ჰპოვა იდეალი ვერც მეუღლეში და ვერც თაყვანისმცემლებში. მისმა ცხოვრებამ რთული ხასიათი მიიღო, სადაც ზნეობრივი და უზნეო საქციელი გადაეხლართა ერთმანეთს. ემამ ყველაფერზე გული აიცრუა და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ფლობერისთვის ემა განზოგადებული სახეა, ამიტომაც ავტორმა აღნიშნა: „ჩემი ემა ტირის საფრანგეთის ყოველ პროვინციულ ქალაქში“.