ავტორი (ები): გუსტავ ფლობერი
ავტორის შესახებ
გუსტავ ფლობერი (ფრანგ. Gustave Flaubert; დ. 12 დეკემბერი, 1821, რუანი — გ. 8 მაისი, 1880, კრუასე, რუანის მახლობლად) — ფრანგი მწერალი, მე-19 საუკუნის დასავლეთის ერთ-ერთი უდიდესი რომანისტი. განსაკუთრებით ცნობილია თავისი პირველი რომანით „მადამ ბოვარი“ და საკუთარი სტილისადმი პედანტური დამოკიდებულებით, რაც გამოიხატებოდა მის გაუთავებელ ძიებაში „ზუსტი სიტყვისთვის“ (ფრანგ. le mot juste). დაიბადა რუენში, სენ-მარიტიმი, საფრანგეთის ჰოტ-ნორმანდიის რეგიონში.