ლომაიაგენდერისა და ფემინიზმის სოციალური პარადიგმები
წინამდებარე ნაშრომი „გენდერისა და ფემინიზმის სოციალური პარადიგმები“, განხილულია გენდერი და გენდერული თანასწორობა, როგორც ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილი. ნაშრომი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გენდერული ძალადობა, სოციალური კონფლიქტი, კულტურის როლი და მისია საზოგადოების განვითარების საქმეში. პარალელურად განმარტებულია ფემინიზმის წარმოშობის მიზეზები და შემდგომ მისი ნაერსახეობანი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია და რომელმაც დიდი როლი შეასრულა, ქალთა ცნობიერების ამაღლებაში. ნაშრომში, გატარებულია ის აზრი, რომ ფემინისტურმა მოძრაობამ საფუძველი დაუდო, გენდერული საკითხების აქტუალიზაციას. განმარტებულია გენდერისა და ფემინიზმის შინაარსი და დატვირთვა.
ნაშრომი, ძალზედ აქტუალურია, რადგან იგი ეხება, ისეთ უბერებელ თემას, როგორიცაა ქალისა და კაცის ურთიერთ-დამოკიდებულება, როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე. წიგნი, საინტერესო იქნება, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე საზოგადოების, იმ ნაწილისათვის, ვისაც აწუხებს, ეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკა.