
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და
ეთიკა: ევროკავშირის გამოცდილება
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს 2006 წელს გამოცემული „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის და ეთიკის“ მე-2 შევსებულ და გადამუშავებულ გამოცემას. დამხმარე სახელმძღვანელოში კომპლექსურადაა გადმოცემული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (კსპ) ძირითადი თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხები, განზოგადებული და გაანალიზებულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდიდარი უცხოური გამოცდილება; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირის პოლიტიკას კსპ-ის სფეროში, სოციალური პასუხისმგებლობის თავისებურებებს ევროკავშირის ქვეყნებში და საუკეთესო პრაქტიკის ქართულ კომპანიებში ადაპტირებას ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით.
ნაშრომი გამიზნულია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, პედაგოგებისა და მეცნიერ-მკვლევარებისათვის. იგი საინტერესო იქნება აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.