ლარისა თაკალანძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტის მოდულის ხელმძღვანელი; მისი სამეცნიერო კვლევის სფეროებია: ბიზნესის ადმინისტრი- რების, ბიზნეს-მენეჯმენტის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ბიზნესის გარემოსა და კონკურენტუნარიანობის, ორგანი- ზაციული კულტურის საკითხები; უკანასკნელ წლებში ჩართულია კორპორაციული სოციალუ- რი პასუხისმგებლობის ევროკავშირის გამოცდი- ლების კვლევაში - მისი ავტორობით 2021 წელს გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო ავტორი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა: ევროკავშირის გამოცდილება“. ლარისა თაკალანძე არის ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ მენეჯერი და აკადემიური ლიდერი (2022-2025), რომლის ფარგლებში მოამზადა და დანერგა ახალი სასწავლო კურსი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში”. ლ. თაკალანძე არის მრავალი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების მეცნიერ ხელმძღვანელი; საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციის, მრგვალი მაგიდის, სემინარის ორგანიზატორი, თანაორგანიზატორი, მოდერატორი ან/და სპიკერი.