.

კომენტარები გალიის ომის შესახებ: წიგნი I-II
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2015
მთარგმნელი: თეოდორა ყარალაშვილი, ნიკა ხოფერია
ავტორი (ები): იულიუს კეისარი,
გამომცემლობა: თბილისი
5098
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(5 შეფასება)
ანოტაცია
 

კეისრის „კომენტარები გალიის ომის შესახებ" მოიცავს როგორც გალიის დაპყრობას ძვ.წ. 58-50 წლებში, ასევე კამპანიას ბრიტანეთსა და გერმანიაში და მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის იმ დროისათვის რომაული სამყაროსათვის ნაკლებად ნაცნობი ამ ორი მხარის შესახებ. პირველ ორ წიგნში, რომელიც ჩვენ გამოცემაშია შესული, განხილულია სამი მასშტაბური მოვლენა - ჰელვეტების გადასახლება და რომთან დაპირისპირება, ბრძოლა სვებების მეფე არიოვისტუსთან და ომი ბელგებთან. მიუხედავად იმისა, რომ ადრიან გოლსვორთი, კეისრის ბიოგრაფიისა და რომის ისტორიის ცნობილი მკვლევარი აღნიშნავს, რომ კეისრის თხზულება წარმოადგენს ელეგანტურად მარტივ და გრამატიკულად გამართულ პროზას, მისი თარგმანი საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რასაც, ვფიქრობ მთარგმნელმა (თედი ყარალაშვილი) კარგად გაართვა თავი. წიგნს თან ახლავს შესავალი (ავტორი ნიკა ხოფერია), სადაც მიმოხილულია ისტორიოგრაფია, ნაშრომის მნიშვნელობა და თარგმანის თავისებურებები. ტექსტი შევსებულია სამეცნიერო კომენტარებით. დაკაბადონებასა და გამოსაცემად მომზადებაში დახმარებისათვის მადლობას ვუხდით გივი ბერძენიშვილს.

 

პარამეტრები

  • განთავსებულია: აპრ 26, 2016
  • ISBN-13: 978-9941-0-8232-0
  • მთარგმნელი: თეოდორა ყარალაშვილი, ნიკა ხოფერია
  • გამომცემლობა: თბილისი
  • ყდა: რბილი
  • ფორმატი: 80X108
  • ენა: Geo
  • გვერდები: 106
  • ნახვები: 5098
  • შეფასება: 5.0
  • წყარო: სამხედრო ისტორიის ბლოგი

წიგნის ავტორი(ები)