
7 - წიგნი
კოდორული ქრონიკები (გამოკვლევებითურთ)
კოდორის ხეობის ზემო წელის (რესპ. დალის) მოსახლეობის დღემდე თითქმის შეუსწავლე-ლი სვანური მეტყველების კვლევას გამორჩეული ადგილი უკავია არა მხოლოდ საკუთრივ ქარ-თველოლოგიის, არამედ ზოგადლინგვისტური თვალსაზრისითაც.
კოდორის ხეობა სვანთა განსახლების ერთ-ერთი უძველესი კერაა. ამ სამყაროში ყოველთვის ერთმანეთს ერწყმოდა და ერწყმის სხვადასხვა ენობრივ-დიალექტური მოვლენა, რაც აშკარა ინტერფერენციის შედეგია; ამასთანავე, გამოიკვეთა ას წელს გადაცილებულ მხცოვანთა მეტყველება, რომელიც არაერთი არქაიზმის შემცველია.