
2 - წიგნი
ჰაკი აძბა — ლეო ქიაჩელის ნოველა. პირველად გამოქვეყნდა 1933 წელს. ნაწარმოებში ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი და ტრაგედიაა ასახული. ნოველა მწერლის Magnum-Opus-ადაა („უდიდესი ნამუშევარი“) აღიარებული და ის, როგორც იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი სოციალური რეალიზმის ნიშნებით, ისევე მოდერნისტული ელემენტებით არის სავსე.