.

ავტორი (ები): ლეო ქიაჩელი

ვებგვერდი: https://en.wikipedia.org/wiki/Leo_Kiacheli
ავტორის შესახებ

ლეო ქიაჩელი (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ მიხეილის ძე შენგელაია) (დ. 7 თებერვალი/19 თებერვალი, 1884, სოფ. ობუჯი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი ― გ. 19 დეკემბერი, 1963, თბილისი) — ქართველი მწერალი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904—1905 წლებში, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905—1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. 1912 გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.