
1 - წიგნი
„შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად-ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი“ ასახავს VIII-IX საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, ტაო-კლარჯეთში გაჩაღებულ სამონასტრო მშენებლობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, გრიგოლისა და მის მოდასეთა თავგადასავალს. ძეგლი პირველხარისხოვანი საისტორიო წყაროა და ზოგიერთი საცილობელი საკითხის გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დაწერილია X საუკუნის ქართველი მწერლის, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენლის - გიორგი მერჩულეს მიერ.