.

ავტორი (ები): გიორგი მერჩულე

ვებგვერდი: https://www.wikiwand.com/en/Giorgi_Merchule
ავტორის შესახებ

გიორგი მერჩულეს ცხოვრების წლები განსაზღვრულია მიახლოებით – X ს.; დაბადების თარიღად მიჩნეულია 875–885წწ.; "მერჩულე" სამართლის სპეციალისტ თეოლოგს, რჯულის მეცნიერს ნიშნავს(პ. ინგოროყვას ვარაუდით).

იგი განსწავლული პიროვნება იყო; იცოდა უცხო ენები; საფუძვლიანად იცნობდა სასულიერო მწერლობასა და ქრისტიანულ თეოლოგიას; მოღვაწეობდა ხანძთის სავანეში; 951 წელს აქვე დაწერგა ჰაგიოგრაფიული თხზულება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", რისთვისაც გამოიყენა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა ნაამბობი და სხვადასხვა ისტორიული წყარო; "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ასახავს VIII-IX საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, ტაო-კლარჯეთში გაჩაღებულ სამონასტრო მშენებლობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, გრიგოლისა და მის მოწაფეთა თავგადასავალს; "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" საინტერესოა აგრეთვე როგორც ლიტერატურული წყარო, სანდო ცნობებს გვაწვდის IX-X საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი მწერლების სოფრომ შატბელდერის, ილარიონ პალახერის, გიორგი მაწყვერელისა და სტეფანე მტბერავის შესახებ. იერუსალიმის საპატრიაქრო ბიბლიოთეკაში დაცულია თხზულების XII საუკუნით დათარიღებული ერთადერთი ხელნაწერი; 1902 წელს ხელნაწერი აღწერა ნ. მარმა და მანვე გამოსცა მეცნიერულად რუსული თარგმანითურთ; საფიქრებელია, რომ გიორგი მერჩულეს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიაშიც; ამაზე უნდა მიუთითებდეს მინაწერი მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში(მერჩულიულნი).