.

გალაკტიონ ტაბიძის ესთეტიკის საკითხები
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2011
ავტორი (ები): ლუარა სორდია,
გამომცემლობა: უნივერსალი
5451
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(2 შეფასება)
ანოტაცია
 

     ნაშრომში შემოქმედის მარადიულობის გარანტად მიჩნეულია ანტიციპაცია. ამ გადასახედიდან, სათანადო წყაროების გათვალისწინებით, შესწავლილია ნათელხილვისა და ნათელსმენის ფენომენი გალაკტიონის პოეზიაში. ინტერესის საგნად ქცეულია პოეტის უმთავრესი ესთეტიკური პრინციპები, ესთეტიკური კატეგორიები, პოეტური ინტეგრალები, გარკვეულია პოეტის მიმართება რომანტიზმთან, სიმბოლიზმთან, იმპრესიონიზმთან და გაზიარებულია თვალსაზრისი, რომ გალაკტიონის შემოქმედება არის უმაღლესი რეალიზმის, პოეტური უნივერსალიზმის ნიმუში. გალაკტიონი გვევლინება, როგორც მსოფლიოსთან, კოსმიურთან შეხმიანებული, “ყველა სიმზე” დაკვრის ხელოვნებას დაუფლებული დიდოსტატი. კვლევის სფეროში შემოტანილია პოეტის (როგორც მეზღვაურის, მოგზაურის, მენავის, მხედრის, ბედუინის) და პოეზიის მახასიათებელი (ძვირფასი ქვები, მილიონები, მილიარდები, ზღვა, გრიგალი, ციხე-სიმაგრე, ახალ-ახალი სასახლე, ფიქრების ტაძრები, სულის წუხილის ძეგლები) პარადიგმები. მიღებული დასკვნის მიხედვით, გალაკტიონი უარყოფდა სოციალისტური რეალიზმის დოგმებს, შეზღუდულ, ცალთვალა მატერიალისტურ ხედვას, მისთვის ამოსავალი იყო იდეალიზმი, რელიგიურობა, პოეზია ესახებოდა, როგორც სულიწმინდის მადლი, მხატვრული სიტყვის მისიას რწმენის, სულიერების მსახურებაში, ტაძრისკენ სავალი გზის გაკვლევაში, ეროვნული იდეალების გადარჩენაში ხედავდა, სოციალურ-პოლიტიკური და ფილოსოფიური პრობლემების დასმა-გადაწყვეტასთან ერთად. “არტისტული ყვავილების” ავტორის ესთეტიკა ახალი, მაღალი საფეხურია ესთეტიკური აზრის განვითარებაში საერთოდ. გამოკვლევა განკუთვნილია ფილოლოგიის გაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრანტების, ასევე დოქტორანტებისა და საერთოდ პოეტების მეფის შემოქმედებით დაინტერესებული მკითხველებისთვის.

 

პარამეტრები

  • განთავსებულია: დეკ 15, 2015
  • ISBN-13: 978-9941-17-483-4
  • გამომცემლობა: უნივერსალი
  • ყდა: რბილი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 239
  • ნახვები: 5451
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)