.

ფიზიკის საფუძვლები
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2010
ავტორი (ები): დევიდ ჰოლიდეი,
გამომცემლობა: ი.ს.უ. გამომცემლობა
9833
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.8
(10 შეფასება)
ანოტაცია
 

ფიზიკის საფუძვლები

ავტორები: დევიდ ჰოლიდეი, რობერტ რეზნიკი, ჯერლი უოლკერი

სახელმძღვანელო ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოებამ 2002 წელს მეოცე საუკუნის ყველაზე გამორჩეულ და აღსანიშნავ გამოცემად აღიარა ფიზიკის შესავალ კურსთა შორის. ეს გამოცემა თავდაპირველად გამოქვეყნდა 1960 წელს და მალევე ფიზიკოსთათვის „ოქროს სტანდარტის“ სამაგიდო წიგნად იქცა.

ვერც ერთი სხვა წიგნი ვერ შეედრება ჰოლიდეის, რეზნიკისა და უოლკერის „ფიზიკის საფუძვლების“ ოცდაათწლიან წარმატებას ბაზარზე! სახალისო, ადვილად გასაგები სტილი ფიზიკის საფუძვლიან გაგებას გვთავაზობს და მკითხველს ამ კონცეპტუალური ცოდნის რაოდენობრივი ამოცანების ამოხსნისას გამოყენებაში ეხმარება.

გამოცემა უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ფიზიკის განვითარებას მოიცავს. სახელმძღვანელო თეორიული შინაარსისა და სახალისო პრაქტიკის უნიკალური კომბინაციაა.

დაწვრილებით
 

სახელმძღვანელო ეხება ფიზიკის ისეთ საბაზისო სფეროებს, როგორიცაა: ელექტრომაგნეტიზმი, მექანიკა, ტალღები, ოპტიკა, თერმოდინამიკა და ფარდობითობის თეორია.

სახელმძღვანელო შეიცავს 37 თავს, რომელთაგან თითოეული იწყება კითხვით: „რა არის ფიზიკა?“, და დასკვნის სახით დართული აქვს მიმოხილვა და შეჯამება, შეკითხვები და ამოცანები. წიგნში მოცემული საკითხები მეტად ზუსტად, ნათლად და სახალისოდ არის განმარტებული და, მთლიანობაში, გამოცემა ფართო სპექტრისა და დიდი, მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაციის მომცველია, რაც მით უფრო იოლი აღსაქმელია, რომ იგი სწორედ ამგვარი სტილით არის გადმოცემული. გამოცემა უხვად არის ილუსტრირებული.

პარამეტრები

წიგნის ავტორი(ები)