
ეკონომიკური ეფექტიანობის მენეჯმენტის მეთოდოლოგია
მონოგრაფიაში – „ეკონომიკური ეფექტიანობის მენეჯმენტის მეთოდოლოგია“ განხილულია ეკონომიკურ მეცნიერებათა ძირითადი პრობლემის – ეკონომიკური ეფექტიანობის მენეჯმენტის მეთოდოლოგიური საფუძვლები, რომელიც მოიცავს ეფექტიანობის კრიტერიუმების, მოდელების, ფაქტორების, გაანგარიშების მეთოდებისა და მართვის ინსტრუმენტებს, აგრეთვე ეფექტიანობის სხვადასხვა სახეების ურთიერთქმედებებს. ქვეყანაში ეფექტიანი მენეჯმენტის თანამედროვე სისტემის ფორმირება ძირითადად დაფუძნებულია თეორიულ-კონცეფციებისა და მოდელების სისტემაზე, რომელიც მოწოდებულია გადაჭრას მეწარმეობის, მომსახურებისა და გაცვლის პრობლემები საზოგადოებრივი განვითარების სამომავლო ეტაპებზე.