ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული და საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიიების ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს პროფესინალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის საპატიო წევრი, ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 1947 წლის 5 აგვისტოს, სოფელ რუხში (ზუგდიდის რ.), სადაც 1964 წელს წარმატებით დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა დიდი-ჯიხაიშის (სამტრედიის რ.) სასოფლო--სამეურნეო საცდელ ტექნიკუმში გააგრძელა. 1966 წელს მიენიჭა ბუღალტემგეგმავის კვალიფიკაცია და წარჩინების დიპლომით შრომით საქმიანობას შეუდგა. უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა ქ. ლენინგრადში –„ჩრდილოეთის დედაქალაქში“(ამჟამად ქ.სანკტ-პეტერბურგი) სადაც, 1972 წელს წარმატებით დაამთავრა სატყეო-ტექნიკური აკადემია და მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია. 1972-73 წლებში მუშაობდა ქ. ლენინგრადის საკავშირო ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო ინსტიტუტის მართვის ლაბორატორიის უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე, სადაც ხდება ეკონომიკის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი.