წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ეკონომიკურ მეცნიერებათა ერთ-ერთ საკვანძო სასწავლო საგნის ეკონომიკური ანალიზის მეორე ნაწილის - მიკროეკონომიკური ანალიზის პრაქტიკუმს.
სახელმძღვანელოში განხილულია ბიზნესის მართვის სისტემის ურთიერთდაკავშირებული ფუნქციების: ბუღალტრული (ფინანსური და მმართველობითი) აღრიცხვის; ეკონომიკური ანალიზის; მმართველობითი გადა-წყვეტილებების მიღებისა და დაგეგმვა-პროგნოზირების მახასიათებელი ინფორმაციების მსოფლიო პრაქტიკაში დამკვიდრებული მეთოდურ-პრაქტიკული დამუშავების ასპექტები. ასევე შემოთავაზებულია საქმიანი სიტუაციების, სავარჯიშოების, ტესტებისა და ამოცანების ამოხსნისა და საკონტროლო-საგამოცდო დავალებების (ტესტების, ამოცანების) საკითხები.