.

ეგრისი (გამოკვლევა რუკებით)
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2012
ავტორი (ები): ანანია ჯაფარიძე,
გამომცემლობა: ს.ტ.უ. გამომცემლობა
3552
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია
 

     მრავალ გაუგებრობას აგვაცილებს თავიდან ისტორიული სიმართლის წარმოჩენა იმის შესახებ, რომ ვრცელი რეგიონი ტრაპეზუნტიდან ჭოროხამდე არის ისტორიული საქართველო, რომელიც ძველად და ახლაც დასახლებული იყო და არის ქართველი ხალხით, ამ მიწა-წყალს სამხრეთ ეგრისი ერქვა, აქ ცხოვრობდნენ ქსენოფონტესა, სტრაბონისა და სხვა ავტორთა მიერ დასახლებული ხალიბების, ქალდეებისა და კოლხების ის ტომები, რომელთაც ჩრდილო ეგრისისა და საქართველოს სხვა კუთხეთა მოსახლეობასთან ერთად საფუძველი ჩაუყარეს ქართულ სახელმწიფოებრიობას ქრისტეშობამდე საუკუნეებით ადრე. სამხრეთ ეგრისი გადაჭიმული იყო არზრუმამდე, ხოლო ჩრდილო ეგრისის საზღვარი აღწევდა მდინარე ყუბანამდე, რომელსაც „ქართლის ცხოვრება“ უწოდებს მცირე ხაზარეთის მდინარეს. მრავალმა ეგრისელმა სასულიერო პირმა თავი გამოიჩინა ქართული კულტურის სათავეების მშენებლობისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების წმიდა საქმეში, მათ შორის აღსანიშნავია იოანე ლაზი,  იოანე მინჩხი, ჭყონდიდელი ეპისკოპოსები, ლევან მე-II დადიანი და სხვანი, რომელთა ცხოვრება აღწერილია ამ წიგნში, მათგან მრავალი სტატია დაბეჭდილი იყო მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის მონოგრაფიებში - „საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული“, „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“, „ლევან მე-II დადიანი“ და სხვა. ამჟამად იბეჭდება ერთიანი წიგნის სახით.

 

პარამეტრები

წიგნის ავტორი(ები)