.

ძველი ვანი: სამეურნეო უბანი
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 1991
ავტორი (ები): ვახტანგ ლიჩელი,
გამომცემლობა: მეცნიერება
3284
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
3.0
(2 შეფასება)
ანოტაცია
 

ნაშრომში განხილულია ცნობილი ნაქალაქარის ქვედა ნაწილში ე.წ. საყანჩიის ნამოსახლარზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა.

საყაჩინის ნამოსახლარი, რომელიც ძველი ვანის სამეურნეო უბანს წარმოადგენდა, დაახლოებით 20-25 ჰ-ზეა გაჭიმული. იგი სტიქიურადაა განვითარებული მდ. რიონის ნაპირის გაყოლებით და შედგება ცალკეული საკარმიდამო ნაკვეთებისგან. ამ ძეგლის შესწავლისას პირველად მოხერხდა იმ მოსახლეობის რიცხვის დადგენა, რომელიც ძვ. წ. II ს-ში სახლობდა აქ. ჯერჯერობით სწორედ ეს ძეგლი წარმოადგენს ერთადერთ ნამოსახლარს, სადაც გამოვლენილი და შესასწავლია ძვ. წ. III-II სს-ის საცხოვრებელი ნაგებობები. ყურადღებას იქცევს ადგილობრივი და ბერძნული კერამიკული ნაწარმის სიუხვე. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად იმპორტული ნაწარმის მოძალებისა, ადგილობრივი ფორმები მაინც საგრძნობლად ჭარბობს მას. საყაჩინის ნამოსახლარზე, ისევე როგორც ამ ხანის ნამოსახლარებზე მთელს ელინისტურ სამყაროში, გვხვდება ბერძნულის მიბაძვით დამზადებული ფორმებიც (ამფორები, ლუთერები, ჭრაქები და სხვა). ნაშრომში დეტალურადაა განხილული ყველა ფორმის ევოლუცია ქრონოლოგიურ ჭრილში. არქეოლოგიურ მასალაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტერაკოტულ ფიგურებს, რომლებიც წარმოდგენილია ჰერაკლეს, ეროს-ტანატოსის, დიონისეს, არიადნასა და სხვათა გამოსახულებებით. მონაპოვართა ფონზე განხილულია ბევრი თეორიული საკითხი.

 

პარამეტრები

  • განთავსებულია: თებ 9, 2018
  • გამომცემლობა: მეცნიერება
  • ენა: Geo
  • გვერდები: 160
  • ნახვები: 3284
  • შეფასება: 3.0

წიგნის ავტორი(ები)