დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიიის ფაკულტეტი 1971 წელს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და ინსბრუკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მრავალ ქართულ და ქართულ–უცხოურ არქეოლოგიურ ექსპედიციას. არქეოლოგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გრაკლიანის გორაზე ბოლოდროინდელ უნიკალურ აღმოჩენას. ავტორია 3 მონოგრაფიისა და 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, ინგლისში, კანადაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ინტერდისციპლინარული კვლევები არქეოლოგიაში, არქეოლოგიის თეორიისა და მეთოდოლოგიის საკითხები, ეკონომიკური ურთიერთობები და კულტურათა დიალოგი ძვ.წ. II-I ათასწლეულებში. ცნობილი ქართველი არქეოლოგი.
საკანდიდატო დისერტაციაის თემა - "შიდა კოლხეთის მატერიალური კულტურა ძვ.წ. III-I სს-ში", დაიცვა 1981 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - “ძველი საქართველო ელინისტური სამყაროს სისტემაში", დაიცვა 1991 წელს.
ბიბლიოგრაფია
- არქეოლოგიის მართვის საკითხები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2013. - 124გვ.. - ISBN: 978-9941-17-914-3
- არქეოლოგიური საველე კვლევის მეთოდოლოგია : საველე და ლაბორატ. პროცედურები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2010. - 100გვ.. - ISBN: 978-9941-12-847-9
- ძველი ვანი : სამეურნეო უბანი (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1991. - 110გვ.
- ჰეკატეს მისტერიები ვანში : პრეპრინტი (ავტორი). - თბილისი, 1990. - 8გვ.