3 - წიგნი
დიდი სამეულის კონფერენციები
გამოცემის წელი: 2010
გამომცემლობა:
მერიდიანი
ჟანრი:
მსოფლიო ისტორია
ანოტაცია
 
მონოგრაფიაში განხილულია მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი კარდინალური პრობლემა „დიდი სამეულის“ კონფერენციების მსვლელობა და შედეგები. მასში გაშუქებულია თეირანის, იალტისა და პოტსდამის სამიტები. ნაშრომში ერთმანეთთან შედარებულია აღნიშნული კონფერენციების ყველა პლენარული სხდომისა თუ მნიშვნელოვანი შეხვედრის ამსახველი ამერიკული და რუსული ჩანაწერების ტექსტები და, შეძლებისდაგვარად, გამოვლენილია მათში ნებსით თუ უნებლიეთ გაპარული უზუსტობები. გარდა ამისა, გამოთქმულია მოსაზრებები საკვლევი პრობლემის ცალკეულ საკითხებზე. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტების, ასევე ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის.