დაბადების თარიღი:
1974წ. 6 დეკემბერი
პროფესია:
ისტორიკოსი
სპეციალობა:
ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია
ხარისხი:
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი 1998 წლიდან. დისერტაციის თემა: „მეორე ფრონტის მომზადებისა და გახსნის პრობლემა აშშ-ინგლისის დიპლომატიაში. 1941-1943“
თანამდებობა:
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
წიგნები:
„დიდი სამეულის“ კონფერენციები (თეირანი, იალტა, პოტსდამი). თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2010.
„დიდი სამეულის“ დიპლომატია ევროპაში ომის დასკვნით ეტაპზე. 1944წ. სექტემბერი - 1945წ. მაისი. თბილისი, თსუ სოხუმის ფილიალის გამომცემლობა, 2006, 25 ნაბ. თაბ.
მეორე ფრონტის მომზადებისა და გახსნის პრობლემა აშშ-ინგლისის დიპლომატიაში. 1941-1943. თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2002, 13,25 ნაბ. თაბ.
სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ჰიტლერის წინააღმდეგ. დიპლომატიური ქრონიკა და სამხედრო მოქმედებები. 1941-1945. თბილისი, გამომც. „აღმაშენებელი“, 1996, 10 ნაბ. თაბ.
სახელმძღვანელო:
ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია. 1914–1945. ნაკვ. I. თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2009.
ოჯახი:
მეუღლე და ერთი ქალიშვილი
პროფესიული აქტიურობა:
საქართველოს ექვთიმე თაყაიშვილის საისტორიო საზოგადოების წევრი;
საქართველოს ექვთიმე თაყაიშვილის საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის წელიწდეულის „საისტორიო ძიებანი“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.
სტიპენდიები და გრანტები:
საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია - 2000-2003;
ნიუ იორკის ღია საზოგადოების ინსტიტუტის ახალგაზრდა ლექტორების პროგრამა - 2004-2006.
წინა თანამდებობები:
1998-2003 - თსუ სოხუმის ფილიალის მსოფლიო ისტორიის კათედრის მასწავლებელი;
2003-2006 - თსუ სოხუმის ფილიალის მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი;
2005-2006 - ვისკონსინის უნივერსიტეტის-ოკლერი ისტორიის განყოფილების ლექტორი (2005წ. გაზაფხულისა და 2006წ. გაზაფხულის სემესტრები);
2005-2006 - თსუ სოხუმის ფილიალის დიპლომატიისა და საერთაშორისო ისტორიის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი.
2006-2009 – ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2007-2008 - ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი სპეციალისტი - ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და კულტურის მეცნიერებების მიმართულებების კოორდინატორი
ჰობი:
საქართველოს ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ და სოხუმის გუნდ „პენტიუმის“ წევრი 1997 წლიდან.
ტიტულები:
სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ - 2002;
საქართველოს ჩემპიონი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ - 2006;
თბილისის ჩემპიონი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ - 1998, 2002, 2004, 2006 (გაზაფხული), 2006 (შემოდგომა), 2007 (შემოდგომა), 2008 (გაზაფხული);
„ჯეოპარდი“-ში საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონი (2007წ. შემოდგომა)
„ერუდიტ სექსტეტ“-ში („ჯეოპარდის“ გუნდური სახეობა) სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში - 2008;
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ - 1998; 2005;
სამხრეთ კავკასიის ვიცე-ჩემპიონი ინტელექტუალურ თამაშში „ბრეინ-რინგი“ - 2005;
პირველი მსოფლიო თასის მეოთხედფინალისტი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ - 2005;
საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირველ მსოფლიო თასზე ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ - 2005;
„ჯეოპარდი“-ში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი - 2001;
„ჯეოპარდი“-ში ნახევარფინალისტი პირველ მსოფლიო თასზე ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ - 2005.