საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ამჟამად დამკვიდრებულია უმართებულო თვალსაზრისი, თითქოსდა ივერები (ივირები) ეწოდებოდათ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ სომხებსაც, ე. წ. სომეხ-ქალკედონიტებს („პრავოსლავნაია ენციკლოპედია“, ტ. III, მოსკოვი, 2001, გვ. 326, 327, ვ. არუთინ ოვაფიდანიანი, გრიგოლ პაკურიანის ტიპიკონი, ერევანი, 1978, რუ ს ენაზე, მის ი დამოწმებანი ვიკიპედიის შესაბამის და სხვა საენციკლოპედიო სტატიებში, მაგ. „სომეხი ქალკედონიტები“, ფონდ „ჰაიაზგის“ ენციკლოპედია და სხვა). იბერიის თემის, ტაოსა და ასევე, მისი მიმდებარე რეგიონების მოსახლეობა ცხადდება სომეხ-ქალკედონიტებად, ამ მხარეებიდან გამოსული წმინდა მამები და ქართველი დიდებულები კი ეთნიკურ სომხებად (მაგ. თორნიკე ერისთავი და საგვარეულო ჩორდვანელებისა, გრიგოლ ბაკურიანის ძე და სხვანი), შესაბამისად ამ მხარეთა ქართული კულტურა, ეკლესია-მონასტრები - სომხურად. სამხრეთ საქართველოსა და მის მიმდებარე რეგიონებში, ძირითადად ტაო-კლარჯეთში მცხოვრები ქართველების სომეხ-ქალკედონიტებად გამოცხადება გაამყარა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ორგანომ „პრავოსლავნაია ენციკლოპედიამ“. . . .
ანოტაციის გაგრძელება იხილეთ ქვემოთ . . .