
1 - წიგნი
გოდერძი ჩოხელის რომანი „ადამიანთა სევდა“ სამყაროს, დედამიწას, გუდამაყარს… – ყველაფერს „დალოცვილი მწერლის“ – უხილავი შემოქმედის ხელით დაწერილ დიდ წიგნად წარმოგვიდგენს. ფიქრი სიკვდილ-სიცოცხლეზე, სულის არსზე, კაცისა და უფლის, კაცისა და დედამიწის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემებზე ამ ნაწარმოებს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს მწერლის მსოფლმხედველობის გასაცნობად.