გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი (დ. 2 ოქტომბერი, 1954 — გ. 16 ნოემბერი, 2007) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.
გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1997 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.
1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი წერილი ნაძვებს. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ბინდისფერი სოფელი, თევზის წერილები, შემინახე,დედაო მიწავ!, სულეთის კიდობანი, არჩევნები სასაფლაოზე. ლექსების კრებული ბედი მდევარი, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე შავი არაგვი, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: მგელი, მღდვლის ცოდვა, ადამიანთა სევდა. გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ნამეხარი მუხა, ადგილის დედა, 1982 წელს გერმანიაში ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.
წიგნები
- „ბაკურხეველი ხევსური“ – 1980
- „წერილი ნაძვებს“ – 1980
- „ბინდისფერი ხეობა“ – 1981
- „ადამიანთა სევდა – 1984
- „მგელი“ – 1988
- „თევზის წერილები“ – 1989
- „მღვდლის ცოდვა“ – 1990
- „შემინახე, დედაო მიწავ“ – 1991
- „ბალახის ცხოვრება“ – 1997
- „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“
ფილმოგრაფია
- ადგილის დედა (1976)
- ბაკურხეველი ხევსური (1980)
- ადამიანთა სევდა (1984)
- წერილი ნაძვებს (1986)
- აღდგომის ბატკანი (1988)
- უცხო (1988)
- თეთრი დროშა (1989)
- ცოდვის შვილები (1989)
- სამოთხის გვრიტები (1997)
- ლუკას სახარება (1998)
- მიჯაჭვული რაინდები (1999)
- სიყვარულის ცეცხლი (2003)