.

ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
რესურსის ტიპი: ელ-წიგნი
გამოცემის წელი: 2018
ავტორი (ები): ელისაბედ ვეკუა,
გამომცემლობა: თბილისი
5249
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(6 შეფასება)
ანოტაცია
 

ფიზიოლოგიის ლაბორატორიული კურსის მიზანია სტუდენტმა, სათანადო მეთოდიკების ათვისების შემდეგ, ლაბორატორიაში ცდების დაყენებით, უკეთ შეძლოს ლექციებზე მიწოდებული თეორიული ფიზიოლოგიური მასალის ათვისება და გათავისება; სტუდენტს ჩამოუყალიბდეს საექსპერიმენტო-კვლევითი უნარჩვევები. ლაბორატორიული კურსი ითვალისწინებს სტუდენტის მიერ მეთოდიკის ათვისებას, ექსპერიმენტისათვის საჭირო ხსნარებისა თუ პრეპარატების დამზადებას, ოპერაციების ჩატარებასა და კვლევების წარმოებას.

დაწვრილებით
 

უმაღლეს სასწავლებელში ფიზიოლოგიის სწავლება აუცილებლად გულისხმობს სტუდენტების მიერ ლაბორატორიული სამუშოების ჩატარებას. ლაბორატორიული სამუშაოს მსვლელობაში სტუდენტი ჰპოვებს თეორიული მასალის უშუალო მტკიცებულებას, ითვისებს ფიზიოლოგიური კვლევის მეთოდებს, იძენს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტის დაყენებისა და ჩატარების უნარჩვევებს; ითვისებს ფიზიოლოგიური ფუნქციის კვლევის როგორც კლასიკურ მეთოდებს და ტექნიკურ ხერხებს, რომლებსაც თავისი განუმეორებელი ადგილი და მნიშვნელობა შენარჩუნებული აქვს დღესაც, ასევე ეცნობა ბიოლოგიური სისტემის ორგანიზაციისა და ფუნქციონირების კვლევისა და ანალიზის ყველაზე თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიურ მეთოდებს.

პარამეტრები

  • განთავსებულია: დეკ 18, 2018
  • გამომცემლობა: თბილისი
  • ენა: Geo
  • გვერდები: 208
  • ნახვები: 5249
  • შეფასება: 5.0

წიგნის ავტორი(ები)