
ფიზიოლოგიის ლაბორატორიული კურსის მიზანია სტუდენტმა, სათანადო მეთოდიკების ათვისების შემდეგ, ლაბორატორიაში ცდების დაყენებით, უკეთ შეძლოს ლექციებზე მიწოდებული თეორიული ფიზიოლოგიური მასალის ათვისება და გათავისება; სტუდენტს ჩამოუყალიბდეს საექსპერიმენტო-კვლევითი უნარჩვევები. ლაბორატორიული კურსი ითვალისწინებს სტუდენტის მიერ მეთოდიკის ათვისებას, ექსპერიმენტისათვის საჭირო ხსნარებისა თუ პრეპარატების დამზადებას, ოპერაციების ჩატარებასა და კვლევების წარმოებას.