
2 - წიგნი
ვლადიმერ პუტინი და „რუსული იდეის“ დასასრულის დასაწყისი
სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში დღესაც აქტუალურია ასე ყბადაღებული „ორი რუსეთის“ მითოლოგემა. ილია ჭავჭავაძის ერთადერთი პოლიტიკური მიამიტობა ქართულ აზროვნებაში სწორედ ამ მითოლოგემის დამკვიდრების სურვილი იყო! აპრიორია: თუ სახელმწიფოთა პოლიტიკური ლიდერები გარე სამყაროსთან ურთიერთობაში პრიორიტეტს ანიჭებენ არა გეოპოლიტიკურ, არამედ სხვა ფაქტორებს (მსოფლმხედველობით – იდეურს, ემოციურს...), ადრე თუ გვიან, ნდობის პოლიტიკა კრახით მთავრდება და საბოლოო ჯამში ისინი უფრო ძლიერი სახელმწიფოების გავლენის ქვეშ ექცევიან (მაგალითად, ქართული სახელმწიფოს კატასტროფა 1801 წელს).