
1 - წიგნი
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-ტექსტოლოგების მიერ ბოლო ათწლეულების მანძილზე გამოვლენილი აკაკი წერეთლის პუბლიცისტური წერილები, რომლებიც აქამდე უცნობი იყო ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის. ტექსტები აღჭურ-ვილია შესაბამისი სამეცნიერო აპარატით, კომენტარებითა და სა-ძიებლებით. აღნიშნული მასალის დაბეჭდვა, ქრონოლოგიური პრინციპის დაცვით, დაგეგმილია ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოსაცემად მომზადებულ აკაკი წერეთლის თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის შესაბამის ტომებში.
კრებული - „აკაკი წერეთელი. უცნობი პუბლიცისტიკა“ - მომზადდა და დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.