
წიგნში განხილულია თანამედროვე ენათმეცნიერების ზოგადი პრობლემატიკა: ენობრივი სისტემის სემიოტიკური ასპექტები, სინქრონიული და დიაქრონიული ანალიზის უახლესი პრინციპები და მეთოდები; ბუნებრივ ენათა ტაქსონომიური და წარმომშობი მოდელები; მსოფლიოს ენათა განსხვავებულ ლინგვისტურ ტიპებად კლასიფიკაციის საფუძვლები; ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების თეორიული წანამძღვრები და ენობრივი რეკონსტრუქციის თანამედროვე კონცეფციები; გამოყენებითი ენათმეცნიერების ძირითადი საკითხები.
წარმოდგენილი მონოგრაფია საინტერესო უნდა იყოს მეცნიერების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის, უწინარეს ყოვლისა - ჰუმანიტარული პროფილის სტუდენტებისა და ასპირანტებისათვის; იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო თანამედროვე თეორიული ენათმეცნიერების საფუძვლების შესასწავლად.